,,საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის, მიერ კომერციული ბანკების სესხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 თებერვლის №57 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
214
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2008-08-11
გამოქვეყნების თარიღი
2008-08-14
სარეგისტრაციო კოდი
220.010.070.18.011.012.109
,,საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის, მიერ კომერციული ბანკების სესხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 თებერვლის №57 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.070.18.011.012.109

საქართველოს ეროვნული

ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №214

2008 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის, მიერ კომერციული ბანკების სესხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 თებერვლის №57 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველო ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 თებერვლის №57 ბრძანება ,,საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის, მიერ კომერციული ბანკების სესხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.

2. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2008 წლის 14 მარტს განხორციელებული ცვლილებებით.

3. ეს ბრძანება ძალაშია 2008 წლის 11 აგვისტოდან.

ეროვნული ბანკის

პრეზიდენტის მოვალეობის

შემსრულებელი      დ. ამაღლობელი

კრებსითი — სრული ვერსია