„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1784
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-18
სარეგისტრაციო კოდი
240.110.000.05.001.001.923
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

      მუხლი 1

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96, გვ. 7) დაემატოს შემდეგი შინაარსის 36-ე მუხლი:

 

    „მუხლი 36.მომხმარებელთა უფლებების დაცვის ღონისძიებები გარდამავალ   

     პერიოდში

1. ამ კანონის 30-ე–32-ე მუხლების მოქმედება შეჩერდეს 2006 წლის 1 იანვრამდე.

2. 2006 წლის 1 იანვრამდე მომხმარებლის მიერ პროდუქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მესამე პირად უნდა ჩაერთოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანო.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 24 ივნისი.

№1784– რს

 

კრებსითი — სრული ვერსია