,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ,,სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
431
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-28
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.026.012.069
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ,,სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.012.069

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №431

2008 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ,,სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ,,სახელმწიფო სამხედრო სამაცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებით დამტკიცებულ დებუ-ლებაში (სსმ III, 24.11.2005, №136, მუხ. 1515) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ასრულებს ,,ცენტრის“ წარმომადგენლობით ფუნქციას და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობის სწორი წარმართვისათვის, ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და თანამშრომლებს შორის;“.

მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები.

მუხლი 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია