სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.025.012.063
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №73
2008 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
,,ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჯ“ და ,,ჯ1“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებაში (სსმ III, 25.09.2007 წ., №133, მუხლი 1447) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ნაწილობრივ დერეგულირებულად გამოცხადდეს ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა 2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული ბუნებრივი გაზის მომხმარებელი იმ ფიზიკური პირებისთვის (მოსახლეობა – საყოფაცხოვრებო მომხმარებელი), რომლებიც ბუნებრივ გაზს არ მოიხმარენ სამეწარმეო საქმიანობისთვის, გარდა იმ პირებისა, რომლებისთვისაც ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა დერეგულირებულ იქნა 2008 წლის 1 აგვისტომდე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 აგვისტოდან.
ა. ხეთაგური