,,დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
517
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2008-07-07
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-15
სარეგისტრაციო კოდი
270.090.000.22.023.012.009
,,დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“

სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.22.023.012.009

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №517

2008 წლის 7 ივლისი

 ქ. თბილისი

დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ

„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. ღვალაძე

    შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №715 - სსმ III, №160, 06.11.2008 წ., მუხ.1619

2. საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 19.04.2011 წ.

3. ძალადაკარგულია - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის ბრძანება №25  - ვებგვერდი, 20.06.2011 წ.

დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი

    მუხლი 1. რეგულირების საგანი

ეს წესი არეგულირებს საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისას ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

    მუხლი 2. დამოუკიდებელი ექსპერტი

დამოუკიდებელი ექსპერტი არის  გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემ ორგანოსთან –  საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე და სათანადო წესით რეგისტრირებულია ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრში.

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 19.04.2011 წ.

    მუხლი 3. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების პროცედურა

1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, საქრთველოს გარემოს დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ დამოუკიდებელ ექსპერტებთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამოუკიდებელ ექსპერტებთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მინისტრი ან მინისტრის გადაწყვეტილებით მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.

3. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების ოდენობა განსაზღვრულია ამ წესის მე-4 მუხლით.

4. დამოუკიდებელ ექსპერტებთან ანგარიშსწორება სამინისტროს მიერ ხორციელდება ეკოლოგიურ ექსპერტიზაში მონაწილე დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნისა და სამინისტროს ნებართვების სამსახურსა და შესაბამის დამოუკიდებელ ექსპერტთან გაფორმებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №715 - სსმ III, №160, 06.11.2008 წ., მუხ.1619

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 19.04.2011 წ.

    მუხლი 4. ექსპერტთა შრომის ანაზღაურების ოდენობა

1. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურება ცალკეული ექსპერტიზისათვის განისაზღვრება 180 ლარის ოდენობით.

2. საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურება ცალკეული ექსპერტიზისათვის განისაზღვრება 215 ლარის ოდენობით.

    მუხლი 5. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

წინამდებარე წესში ცვლილებები და დამატებები შეიტანება მინისტრის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

კრებსითი — სრული ვერსია