საქართველოს მთავრობის
დადგენილება №215
2007 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციის შესახებ
1. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად რეორგანიზებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ბოტანიკური ბაღი მათი გაერთიანების გზით.
2. რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკის ინსტიტუტი.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №237, სსმIII, №152, 30.10. 2007წ., მუხ.1686
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) უზრუნველყოს რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცება დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №237-სსმIII, №152, 30.10. 2007წ., მუხ.1686
5. რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის წესდების დადგენილი წესით დამტკიცებამდე სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება განახორციელონ საჯარო სამართლის იურიდიული პირების – თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოებმა გაერთიანებული სახით.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №237- სსმIII, №152, 30.10. 2007წ., მუხ.1686
6. რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ არა უგვიანეს ერთი თვისა უზრუნველყოს დირექტორის დადგენილი წესით არჩევა.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №237-სსმIII, №152, 30.10. 2007წ., მუხ.1686
7. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციის პროცესი დასრულდეს რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცებისა და დირექტორის არჩევისთანავე.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №237- სსმIII, №152, 30.10. 2007წ., მუხ.1686
8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №237- სსმIII, №152, 30.10. 2007წ., მუხ.1686