„ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
207
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-26
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.10.003.000.848
„ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №207

2007 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ბიუჯეტის შემოსუ­ლობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშს­წორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბ­რუ­ნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №29, მუხლი 275) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბაჟო კუთხით ზედმეტად გადახდილი საგადა­სახადო შემოსავლის გადამხდელისათვის დაბრუნების თაობაზე საბაჟო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარ­დგენილი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას გადამხდელის საბანკო რეკვიზიტების მითითებით შესა­ბამისი საგადასახადო ინსპექციების ინფორმირების მიზნით სახაზინო სამსახური უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რო­მე­ლიც დასტურს ინფორმაციის მიღების თაობაზე სახელმწიფო ხაზინას აცნობებს სამ სამუშაო დღეში,“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 12 ოქ­ტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                      ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია