,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
202
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-09-19
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-21
სარეგისტრაციო კოდი
380.050.000.10.003.000.843
,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №202

2007 წლის 19 სექტემბერი

 ქ. თბილისი

,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის      11 აგვისტოს №136 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №94, მუხლი 1068) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია არ ესაჭიროება მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებას ფიზიკური პირების მიერ პირადი მოხმარებისათვის, ასევე კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის მიზნით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია