საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
100
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2008-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2019-03-14
სარეგისტრაციო კოდი
010.320.040.22.030.011.844
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ

(ძალადაკარგულია - 14.03.2019, №01-36)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №100

2008 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების თანდართული დებულება.

2. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხელის დახასიათების ფორმა (დანართი №1).

3. დამტკიცდეს საატესტაციო ფურცლის ფორმა (დანართი №2).

31. ( ამოღებულია - 15.02.2017, № 01/24 ).

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №01-233 - ვებგვერდი, 29.11.2016წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.  

3​2. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N310 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის №548 დადგენილების ამოქმედებამდე დასაქმებული პირების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ თანამდებობებზე დანიშვნის მიზნით შიდა კონკურსის ჩატარების წესი (დანართი №4).

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №01-273 - ვებგვერდი, 26.12.2017წ.            

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №35 ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. ტყეშელაშვილი

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1.  გამოყენების სფერო

 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულება (შემდგომში - დებულება) შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ და ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილების საფუძველზე.

11. ( ამოღებულია - 15.02.2017, № 01/24 ).

2. დებულება განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს.

3. დებულება ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეზე კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 31.05.2011წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №01-281 - ვებგვერდი, 15.12.2014წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

თავი II

საკონკურსო-საატესტაციო კომისია

    მუხლი 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის მიზანი

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის მიზანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ მოთხოვნებთან კანდიდატის ან დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება. ამ მიზნის მისაღწევად კომისია:

ა) უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებას კანონით დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით;

ბ) ( ამოღებულია - 15.02.2017, № 01/24 );

გ) ამოღებულია - 15.02.2017, № 01/24 );

დ) ამოღებულია - 15.02.2017, № 01/24 );

ე) ატარებს გასაუბრებას კანდიდატებთან და მოხელეებთან, აფასებს მათ შესაბამისობას დასაკავებელი ან დაკავებული თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

ვ) წარუდგენს საგარეო საქმეთა მინისტრს კანდიდატურებს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად;

ზ) წარუდგენს საგარეო საქმეთა მინისტრს კონკურსისა და ატესტაციის შედეგებს;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 31.05.2011წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

 

    მუხლი 3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
  1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი.
 2.საკონკურსო-საატესტაციო კომისიას თავმჯდომარეობს მინისტრი/მინისტრის მიერ დანიშნული უმაღლესი/უფროსი დიპლომატიურ თანამდებობის პირი ან პირველი/მეორე რანგის პროფესიული საჯარო მოხელე. (მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
  3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
  4.საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას.
  5. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები, დამოუკიდებელი სპეციალისტები  (პირები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაკავშირებულნი შესაბამის დაწესებულებასთან) და ასევე, შესაძლებელია მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვისათვის პასუხისმგებელი პირები და მეცნიერები.
  6. მოხელე არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტაცია.

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №01-210 - ვებგვერდი, 09.10.2014წ.
  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-135 - ვებგვერდი, 03.072017წ.

    მუხლი 4. კონკურსთან/ატესტაციასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

კონკურსთან/ატესტაციასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

    მუხლი 5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეგლამენტი

1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს თავმჯდომარე.

2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.

3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

4. საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობისა და მოხელეთა ატესტაციის ჩატარების ორგანიზებას.

5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

    მუხლი 6. საპრეტენზიო კომისია

1. პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, კონკურსისა და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიისაგან დამოუკიდებლად იქმნება საპრეტენზიო კომისია მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა.

11.  ამ დებულების 28-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, წერით გამოცდასთან/ტესტირებასთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა შესაძლებელია უზრუნველყოს წერითი გამოცდის/ტესტირების ჩამტარებელი ორგანიზაციის საპრეტენზიო კომისიამ, მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

2. საპრეტენზიო კომისიის მიზანია ატესტაცია-კონკურსის ჩატარების დროს კანდიდატთა და მოხელეთა დებულებით განსაზღვრული უფლებების დაცვა, შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრა, პრეტენზიების განსაზღვრულ ვადებში განხილვა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენა.

3. ( ამოღებულია - 15.02.2017, № 01/24 ).

4. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში მოწვეულ იქნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. სპეციალისტების მოწვევაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.

5. სპეციალისტების უფლებამოსილება განისაზღვრება ტესტებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვით და გამოტანილი დასკვნების წერილობითი გადაცემით საპრეტენზიო კომისიაზე.

6. საპრეტენზიო კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეგლამენტს განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.

7. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

8. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

9. საპრეტენზიო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

10. საპრეტენზიო კომისიის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება საპრეტენზიო კომისიის სხვა წევრების გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია თავისი განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს.

11. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია შეადგინოს გამოვლენილი ხარვეზის შესახებ ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წინადადება წარუდგინოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.

12. საპრეტენზიო კომისიაში პრეტენზიების (განცხადებების) წარდგენა წარმოებს გამოსაცდელის მიერ კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

13. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

14. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება განმცხადებელს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

15. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს არ დაეთანხმოს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით და მიიღოს შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება.

16. საპრეტენზიო კომისია ატესტაცია-კონკურსის შედეგებზე პრეტენზიებს იღებს მხოლოდ წერილობითი ფორმით (განცხადება).

17. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

18. საპრეტენზიო კომისია საქმიანობას წყვეტს ატესტაციისა და კონკურსის დამთავრებიდან 10 დღის ვადაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის ბრძანება №176 -ვებგვერდი, 28.07.2011წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

თავი III

კონკურსი

    მუხლი 7. კონკურსის მიზანი

1. კონკურსის მიზანია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევა.

2. კონკურსის დროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია ადგენს კანდიდატის კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 31.05.2011წ.

    მუხლი 8. კონკურსის გამოცხადება

1. კონკურსს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის  მეშვეობით.

 11. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) დაწესებულების დასახელებას, კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების დასახელებას და რაოდენობას;

ბ) კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირისათვის წაყენებულ სავალდებულო მოთხოვნებს  (სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ძირითადი უნარ-ჩვევები), დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც ყოველი კონკრეტული კონკურსისას ადგენს მინისტრი სამართლებრივი აქტით;

გ) შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ ფუნქცია-მოვალეობებს;

დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ე) კომისიის მისამართს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას;

ვ) წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას;

ზ) მონაცემებს კონკურსის ჩატარების ეტაპებების შესახებ.

2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის პირველი სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.

3. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს წერითი გამოცდის ან/და ტესტირების და გასაუბრების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 12 მარტის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

    მუხლი 9. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო

1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო).

2. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი. სამდივნოს უფროსსა და წევრებს ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.

3. სამდივნო უზრუნველყოფს:

ა) დადგენილ ვადებში კანდიდატთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღებასა და შენახვას;

ბ) წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობის შემოწმებას კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან;

გ) კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

დ) კონკურსში მონაწილე კანდიდატთა იდენტიფიცირებას და რეგისტრირებას მათ მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით;

ე) საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის ან/და საპრეტენზიო კომისიისათვის კანდიდატების საგამოცდო ტესტებისა და ნამუშევრების გადაცემას და შენახვას;

ვ) ტესტური და წერითი ნამუშევრების გასწორებისთვის საჭირო ორგანიზაციულ საკითხებს;

ზ) კანდიდატთა ტესტირებისა და წერითი გამოცდის შედეგების შესახებ მონაცემთა შეტანას საერთო ბაზაში;

თ) გამოსაცდელის მხრიდან წესების დარღვევის ფაქტების დაფიქსირებას და იღებს შესაბამის ზომებს კანდიდატის ან მოსამსახურის გამოცდიდან მოხსნის შესახებ;

ი) გასაუბრებაში მონაწილე თითოეული კანდიდატის შესახებ არსებული დოკუმენტური მასალის დამუშავებასა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის წარდგენას;

კ) კონკურსის ყოველი ეტაპის დამთავრებიდან 3 სამუშაო  დღის ვადაში კანდიდატის ინფორმირებას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ;

ლ) ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელებას.

4. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია კანდიდატის შესახებ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის სისწორეზე.

5. კონკურსის დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.

6. კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტების შენახვის ვადაა 3 წელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

    მუხლი 10. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და ფლობს სახელმწიფო ენას.

    მუხლი 11. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები და კონკურსზე გამოცხადების წესები

1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან ორი კვირის ვადაში, განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

11. კონკურსში   მონაწილეობის   მისაღებად   კანდიდატმა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს/სამდივნოს უნდა წარუდგინოს: 

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) დიპლომის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია/CV;

დ) უცხო ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. (ამოღებულია - 12.03.2013, N53).

3. კანდიდატი, რომელიც დაშვებული იქნება გამოცდაზე მიიღებს სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც აღინიშნება კანდიდატის სახელი, გვარი, მისი სარეგისტრაციო ნომერი, ბარათის გაცემის თარიღი, სამდივნოს უფროსის ხელმოწერა და იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც შემოიტანა პირმა განაცხადი. სარეგისტრაციო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად წარმოადგენს პირის გამოცდაზე ან/და გასაუბრებაზე დაშვების დამადასტურებელ დოკუმენტს.

4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის, აგრეთვე   დაგვიანების შემთხვევაში კანდიდატი კონკურსზე არ დაიშვება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 31.05.2011წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 12 მარტის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

    მუხლი 12. განაცხადზე უარის თქმა ან შეცვლა

1. კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს უარი თქვას განაცხადზე ან შეცვალოს განაცხადში მითითებული ვაკანტური თანამდებობა შესაბამისი სხვა თანამდებობით.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადზე უარის თქმის ან მისი შეცვლის მიზნით კანდიდატმა წერილობით უნდა მიმართოს კომისიის თავმჯდომარეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 12 მარტის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.

    მუხლი 13. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა

1. კომისია, კანდიდატურებთან გასაუბრების შემდეგ, სხდომაზე საკითხს განიხილავს მათ დაუსწრებლად.

2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან.

    მუხლი 14. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება

კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.

    მუხლი 15. კონკურსის შედეგი

1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.

2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყველა კანდიდატს მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების თაობაზე.

3. კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მოხსენდება კონკურსის დასრულებიდან სამი დღის ვადაში.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კომისიის დასკვნის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.

    მუხლი 16. ჩაშლილი კონკურსი

კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.

თავი IV

ატესტაცია

    მუხლი 17. ატესტაციის მიზანი

ატესტაციის მიზანია მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პიროვნული თვისებების დაკავებულ (ან დასაკავებელ) თანამდებობაზე წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.

    მუხლი 18. ატესტაციას დაქვემდებარებული პირები

1. ატესტაციას ექვემდებარება:

ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);

ბ) მოხელე, რომელიც წაყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;

გ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირები;

დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.

2. ატესტაციას არ ექვემდებარება:

ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი ან პრემიერ-მინისტრი;

ბ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 31.05.2011წ.

    მუხლი 19. ატესტაციის ჩატარების დრო

1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე მაინც.

3. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადის განმავლობაში, ატესტაციას ექვემდებარება მომდევნო წელს.

    მუხლი 20. ატესტაციის ჩატარების წესი

1. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგენს ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას.

2. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარადგენს მოხელის დახასიათებას (დანართი N1).დახასიათება უნდა ასახავდეს მოხელის ყოველმხრივ შეფასებას (მის ინდივიდუალურ, პროფესიულ თვისებებს, მისი მუშაობის შედეგების ანალიზს და ა.შ.)

3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.

4. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს წერითი გამოცდის, ტესტირებისა და/ან გასაუბრების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

5. ატესტაცია ტარდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.

6. ატესტაციაზე მოხელის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი ატესტაციისათვის, ხოლო არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით მოხელე იღებს უარყოფით შეფასებას.

    მუხლი 21. შედეგების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება

1. ატესტაციის დროს გასაუბრებისას კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მის დახასიათებას და უსვამს შეკითხვებს სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე.

2. ატესტაციისას კენჭისყრის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-5 მუხლით.

3. ატესტაციის შედეგების მიხედვით საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:

ა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;

ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;

გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს პროფესიულ მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას);

დ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება ჩამოქვეითებას;

ე) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან;

ვ) უნდა დარჩეს დიპლომატიური სამსახურის რეზერვში;

ზ) ამორიცხულ უნდა იქნეს დიპლომატიური სამსახურის რეზერვიდან.

4. კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნა თითოეულ მოხელეზე ფორმდება სხდომის ოქმით და ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი.

5. ტესტირების დროს მოხელის მიერ მიღებული უარყოფითი შედეგი კომისიისთვის წარმოადგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტის “ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

6. კომისიის გადაწყვეტილება ფიქსირდება საატესტაციო ფურცელში (დანართი N2).

7. საატესტაციო ფურცელი ივსება ერთ პირად და მოხელეზე წარმოდგენილ დახასიათებასთან ერთად ინახება მოხელის პირად საქმეში.

8. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

9. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება ერთი კვირის ვადაში, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელზე მისი ხელმოწერით.

10. ატესტაციის შედეგები საგარეო საქმეთა მინისტრს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.

11. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას საკლასო ჩინის მინიჭების, მოხელის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების და გათავისუფლების შესახებ.

12. მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო სამსახურიდან მისი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 31.05.2011წ.

    მუხლი 22. დავები ატესტაციასთან დაკავშირებით

ატესტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი V

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

ტესტირება

    მუხლი 23.   ტესტირების ჩატარების წესი

1. ტესტირება ტარდება სპეციალური საგამოცდო ტესტების (შემდგომში – ტესტი) ფორმით.

2. ტესტირება ტარდება წინასწარ დამტკიცებული საკონკურსო-საატესტაციო პროგრამის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი და იგი ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

 მუხლის 24. საკონკურსო-საატესტაციო ტესტი, ტესტის შეფასება

1.ტესტებში კითხვების რაოდენობა, ასევე აუცილებელ ქულათა რაოდენობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ყოველი კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისას. 

2. დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტით დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდ ენობა (მინიმალური ზღვარი).

3. დადებითი შეფასების მიღებისას გამოსაცდელი დაიშვება მომდევნო ეტაპზე. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

    მუხლი 25. სავალდებულო ინსტრუქტაჟი

ტესტური გამოცდის დაწყებამდე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წარმომადგენელი/ამ დებულების 28-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს და აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, ასევე სხვა პროცედურული საკითხები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

    მუხლი 26. ტესტირებაზე  გამოცხდება, გამოუცხადებლობი შედეგები

1. ტესტირების დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ტესტირების ჩატარების ადგილზე წინასწარ დადგენილ დროს, რომლის შესახებ ინფორმაციაც მიღებული აქვს განაცხადში მის მიერ მითითებულ მეილზე.

2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, აგრეთვე დაგვიანებით გამოცხადებული გამოსაცდელი ტესტირებაზე არ დაიშვება.

3. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა, ასევე ტესტირების მსვლელობისას გამოსაცდელის განცხადება ტესტირებაში მონაწილეობაზე უარის შესახებ წარმოადგენს ტესტირების უარყოფითად შეფასების საფუძველს .

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

    მუხლი 27. ტესტირების შედფეგების შემოწმება

1. ტესტების პასუხები მოწმდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის/ამ დებულების 28-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციის/მოწვეული სპეციალისტის მიერ კომისიის წევრის თანდასწრებით/კომპიუტერის ან სხვა საშუალების მეშვეობით.

2. ტესტის გასწორების დროს დაცული უნდა იყოს როგორც გამოსაცდელის, ისე გამომცდელის ანონიმურობა, გამომცდელისათვის უცნობია, თუ ვის ტესტს ამოწმებს, ასევე გამოსაცდელისათვის უცნობია, თუ ვინ გაასწორებს მის ნაშრომს.

3. ტესტირების დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა საკონკურსო-საატესტაციო კომისია აქვეყნებს ტესტირების შედეგებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

   

თავი VI

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

წერითი გამოცდა

    მუხლი 28. წერითი გამოცდა

1. წერითი გამოცდის მიზანია:

 ა) ქართული ენის ცოდნის, ამ ენაზე ინფორმაციის/მოსაზრებების თანამიმდევრულად გადმოცემის, ფაქტებით გამყარებული/დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობის,  ზოგადი ანალიტიკური და დამოუკიდებელი აზროვნების უნარის გამოვლენა;

ბ) უცხო ენების ცოდნის, ამ ენებზე სხვადასხვა თემებზე დეტალური, მკაფიო, კარგად ჩამოყალიბებული შინაარსის ინფორმაციის თანმიმდევრულად გადმოცემის უნარის გამოვლენა.

 2. წერითი გამოცდის ეტაპებს,  ქულათა მაქსიმალურ და მინიმალურ ოდენობებს, ასევე თითოეულ ეტაპზე დადებითი შეფასებისათვის უცხო ენის ცოდნის დონეს ან/და საჭირო ქულათა რაოდენობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი ყოველი კონკურსის გამოცხადებისას.

3. გამოსაცდელი, რომელსაც წარმოდგენილი აქვს უცხო ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, თავისუფლდება შესაბამისი უცხო ენის ჩაბარების ვალდებულებისაგან, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ წერითი გამოცდის ეტაპი მოიცავს ორი უცხო ენის ჩაბარების ვალდებულებას, გამოსაცდელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, წერით გამოცდას ჩააბარებს მის მიერ წარმოდგენილ საბუთებში მითითებულ მეორე უცხო ენაში.

5. თუ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურში მონაწილეობას იღებს დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირი, მასზე არ ვრცელდება წერითი გამოცდის ჩაბარების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ ჩაბარებული აქვს სამინისტროს მიერ ორგანიზებული წერითი გამოცდა/წარმოდგენილ აქვს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატი.

6. წერითი გამოცდის ყოველი ეტაპის შემდეგ მიღებული დადებითი შეფასების მიხედვით, გამოსაცდელი დაიშვება გამოცდის მომდევნო ეტაპზე.

7. მინისტრის გადაწყვეტილებით, წერითი გამოცდის, ასევე ტესტირების ჩატარება შესაძლებელია უზრუნველყოს სამინისტროს მიერ შერჩეულმა შესაბამისმა ორგანიზაციამ.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წერითი გამოცდის/ტესტირების ჩატარების, შეფასების, აგრეთვე წერითი გამოცდის/ტესტირების ჩატარებისათვის ამ დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ შერჩეული შესაბამისი ორგანიზა ცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

 

    მუხლი 29. წინასაგამოცდო ინსტრუქტაჟი

წერითი გამოცდის დაწყებამდე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ან/და ამ დებულების 28-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციის წარმომადგენელი ინსტრუქტაჟს უტარებს გამოსაცდელს, უხსნის მას ტექნიკურ საკითხებსა და წერითი გამოცდის ჩატარების წესს, რომლებიც აუცილებელია გამოცდის ნორმალურად ჩატარებისათვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

    მუხლი 30. წერითი ნამუშევრის გასწორება

წერითი ნამუშევრის გასწორება ხდება ანონიმურად: გასწორების დროს გამსწორებლისათვის უცნობია, თუ ვის ნაწერს ასწორებს, ასევე გამოსაცდელისათვის უცნობია, თუ ვინ გაასწორა მისი წერითი ნამუშევარი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

თავი VII

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

გასაუბრება

   მუხლი 31. გასაუბრება და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება

1. გასაუბრება ტარდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კანდიდატის და/ან მოსამსახურის ზეპირი გამოკითხვის ფორმით, რომლის მიზანია პირის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური და/ან დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან.

2. გასაუბრების მიმდინარეობა შეიძლება აისახოს აუდიო და/ან ვიდეო ჩანაწერებში.

3. გასაუბრების ეტაპზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გამოსაცდელის შეფასების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-5 მუხლით დადგენილი წესის ან ქულათა სისტემის შესაბამისად.

4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გამოსაცდელის შეფასების სისტემას განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ყოველი კონკურსის ჩატარებისას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

 

  მუხლი 32. გასაუბრების ეტაპზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გამოსაცდელთა განხილვისა და შეფასების წესი

1. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია თითოეული გამოსაცდელის მიმართ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამებაზე/კენჭისყრის შედეგებზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტით დადგენილია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გამოსაცდელის შეფასებისას ქულათა სისტემის გამოყენება, გამოსაცდელთა მიმართ, რომლებმაც თანაბარი ქულები მიიღეს,  კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების  წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-5 მუხლით.

3. ატესტაციის დროს გასაუბრებისას საკონკურსო-საატესტაციო კომისია ისმენს მოსამსახურის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ და ეცნობა მის დახასიათებას, მოსამსახურე პასუხობს კომისიის წევრების შეკითხვებს სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე.

4. გასაუბრება მოსამსახურისათვის ტარდება იმ სტრუქტურული ერთეულის (ქვედანაყოფის) ხელმძღვანელის დასწრებით, სადაც მოსამსახურე მუშაობს.

5. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ისმენს და ითვალისწინებს მოსამსახურის ხელმძღვანელის დახასიათებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

თავი VIII

(ამოღებულია)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 31.05.2011წ.

    მუხლი 45. (ამოღებულია)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 31.05.2011წ.

    მუხლი 46. (ამოღებულია)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 31.05.2011წ.

    მუხლი 47. (ამოღებულია)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 31.05.2011წ.

 

დანართი  № 1

საგარეო საქმეთა სამინისტროს

მოხელის დახასიათება

 

მოხელის გვარი, სახელი __________________________________________________

დაკავებული

თანამდებობა_____________________________________________________________

 ცნობები განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ

 ________________________________________________________________________

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

(რომელი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა და როდის, აქვს თუ არა

სამეცნიერო ხარისხი)

(ან აიმაღლა თუ არა კვალიფიკაცია და როდის)

მოხელის ფუნქცია, მოვალეობები ___________________________________________

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები ______________________________________

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

წახალისებები ____________________________________________________________

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

უარყოფითი ჩვევები_______________________________________________________

________________________________________________________________________

_____________________________წინადადებები მოხელის შესაძლო

თანამდებობრივი დაწინაურების ან სხვა სამუშაოზე გადაყვანის, დიპლომატიური

რანგისა და საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ რეკომენდაციები __________________

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

ხელმძღვანელის ხელმოწერა _______________________

თარიღი _____________________

                                                                 

          დანართი  № 2

საატესტაციო ფურცელი

 

1. ატესტაციის ჩატარების თარიღი _________________________`_____” 200 წელი

2. გვარი, სახელი

________________________________________________________________________

3. დაბადების თარიღი

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

4. დაკავებული თანამდებობა

________________________________________________________________________

5. მუშაობის საერთო სტაჟი

________________________________________________________________________

6. მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში

_________________________________________

7. უკანასკნელი ატესტირების შედეგები

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

8. კომისიის წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

9. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მოხელის საქმიანობის შეფასება

(დასკვნა)________________________________________________________________

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

10.საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია

________________________________________________________________________

ხელმოწერები:

კომისიის თავმჯდომარე ___________________________________________________

კომისიის მდივანი ________________________________________________________

გავეცანი ________________________________________________________________

(მოხელის ხელმოწერა)

 

 

დანართი №3

ამოღებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №01-233 - ვებგვერდი, 29.11.2016წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №01-24 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

 

დანართი №4

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №01-273 - ვებგვერდი, 26.12.2017წ.    

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის

თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის № 310 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის № 548 დადგენილების ამოქმედებამდე დასაქმებული პირების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ თანამდებობებზე დანიშვნის მიზნით შიდა კონკურსის ჩატარების წესი

 

თავი I

ზოგადი დებულებები

     მუხლი 1. გამოყენების სფერო

1. ეს წესი განსაზღვრავს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის № 310 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის № 548 დადგენილების ამოქმედებამდე დასაქმებული პირების საგარეო საქმეთა სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) დიპლომატიურ თანამდებობებზე დანიშვნის მიზნით შიდა კონკურსის (შემდგომში –კონკურსი) ჩატარების წესსა და პირობებს.

2. ეს წესი ვრცელდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის № 310 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის № 548 დადგენილების ამოქმედებამდე დასაქმებულ პირებზე.

    მუხლი 2. კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია სამინისტროში დიპლომატიურ თანამდებობებზე დასანიშნად მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევა.

                                                                                             

თავი II

კონკურსის გამოცხადება, საკონკურსო კომისია, საპრეტენზიო კომისია

 

    მუხლი 3. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება

1. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის   თანამდებობების   შემოღების   შესახებ“   საქართველოს   მთავრობის   2013   წლის   29 ნოემბრის № 310 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის № 548 დადგენილების ამოქმედებამდე დასაქმებულ პირთათვის კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინების (შემდგომში – შეტყობინება) გაგზავნას უზრუნველყოფს სამინისტრო.

2. კონკურსის მოწყობას უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.

    მუხლი 4. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირი, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები და კონკურსზე გამოცხადების წესები

1. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში   ინტეგრაციის   საკითხებში   საქართველოს   სახელმწიფო   მინისტრის   აპარატში „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის № 310 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის № 548 დადგენილების ამოქმედებამდე დასაქმებულ პირებს (შემდგომში – კანდიდატი).

2.   კონკურსში   მონაწილეობის   მისაღებად   კანდიდატმა   შეტყობინების   მიღებიდან   2 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარადგინოს:

ა) განაცხადი მინისტრის სახელზე (მატერიალური ფორმით);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) დიპლომის ასლი;

დ) ავტობიოგრაფია/CV;

ე) უცხო ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)/შესაბამის ენაზე მიღებული ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის, აგრეთვე არასაპატიო მიზეზით დაგვიანების შემთხვევაში კანდიდატი კონკურსზე არ დაიშვება.

4. კანდიდატს უფლება აქვს შეცვალოს ან უარი თქვას განაცხადზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში.

5. განაცხადზე უარის თქმის ან მისი შეცვლის მიზნით კანდიდატმა წერილობით უნდა მიმართოს მინისტრს.

    მუხლი 5. საკონკურსო კომისია

1. კანდიდატთა შერჩევის მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის შემადგენლობას და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე ბრძანებით.

3. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი.

4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

5. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

6. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

7. კომისიის საქმიანობის მიზანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა. ამ მიზნის მისაღწევად კომისია:

ა) უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებას დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით;

ბ) ატარებს გასაუბრებას კანდიდატებთან და აფასებს მათ შესაბამისობას სამინისტროში დიპლომატიური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

გ) წარუდგენს მინისტრს კანდიდატურებს დიპლომატიურ თანამდებობათა დასაკავებლად;

დ) წარუდგენს მინისტრს კონკურსის შედეგებს;

ე) ახორციელებს  კანონმდებლობით  და  ამ  დებულებით  გათვალისწინებულ  სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 6. საპრეტენზიო კომისია

1. პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიისაგან დამოუკიდებლად იქმნება საპრეტენზიო კომისია მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა.

2. საპრეტენზიო კომისია შედგება საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარისა და წევრებისაგან.

3. საპრეტენზიო კომისიის მიზანია კონკურსის ჩატარების დროს კანდიდატთა უფლებების დაცვა, შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრა.

4. საპრეტენზიო კომისია უზრუნველყოფს პრეტენზიების განხილვას და კომისიისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 7. კონკურსის ორგანიზაციული საკითხები

1. კომისიის მიერ კონკურსის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა)   დადგენილ   ვადებში   კანდიდატთა   განაცხადებისა   და   დოკუმენტების   მიღებასა   და შენახვას;

ბ) წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევას (სავალდებულო დოკუმენტების სრულად წარდგენის შემოწმებას);

გ) კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, მის რეგისტრაციას;

დ) კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

ე) კონკურსში მონაწილე კანდიდატთა იდენტიფიცირებას და რეგისტრირებას მათ მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით;

ვ) კომისიისათვის ან/და საპრეტენზიო კომისიისათვის კანდიდატების ნამუშევრების გადაცემას და შენახვას;

ზ) კანდიდატთა წერითი გამოცდის შედეგების შესახებ მონაცემთა შეტანას საერთო ბაზაში;

თ) გასაუბრებაში მონაწილე თითოეული კანდიდატის შესახებ არსებული დოკუმენტური მასალის დამუშავებასა და კომისიისათვის წარდგენას;

ი)   კანდიდატის   ინფორმირებას,   კონკურსის   ყოველი   ეტაპის   დამთავრების   შემდგომ, კომისიის მიერ მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ;

კ) ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელებას.

2. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი პასუხისმგებელია კანდიდატის შესახებ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის სისწორეზე.

3. კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტების შენახვის ვადაა 3 წელი.

 

თავი III

კონკურსის ეტაპები და მათი შედეგები

     მუხლი 8. კონკურსის ეტაპები

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:

ა) წერითი გამოცდა;

ბ) გასაუბრება.

    მუხლი 9. წერითი გამოცდის მიზანი და ეტაპები

1. წერითი გამოცდის მიზანია გამოსაცდელების მიერ უცხო ენების ცოდნის, ამ ენებზე სხვადასხვა თემებზე დეტალური მკაფიო, კარგად ჩამოყალიბებული შინაარსის ინფორმაციის თანმიმდევრულად გადმოცემისა და ზოგადი ანალიტიკური აზროვნების უნარის გამოვლენა.

2. წერითი გამოცდა ტარდება ორ ეტაპად:

ა) პირველ ეტაპზე ტარდება წერითი გამოცდა გამოსაცდელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულ ერთ-ერთ უცხო ენაში;

ბ) მეორე ეტაპზე ტარდება წერითი გამოცდა გამოსაცდელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულ მეორე უცხო ენაში.

3. გამოსაცდელი, რომელიც ფლობს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სერტიფიკატს/ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს, თავისუფლდება შესაბამისი უცხო ენის ჩაბარების ვალდებულებისაგან.

4. გამოსაცდელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, წერით გამოცდას ჩააბარებს მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულ მეორე უცხო ენაში.

5. წერითი გამოცდის ჩატარების, შეფასების, აგრეთვე წერითი გამოცდის ჩატარებისათვის ამ დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრი (შემდგომში – სასწავლო ცენტრი).

    მუხლი 10. წერითი გამოცდის შედეგები

უცხო ენების ცოდნა შეფასდება ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მიერ დადგენილი საფეხურებრივი დონეების შესაბამისად (A1, A2, B1, B2, C1 და C2) და დადებით შეფასებად განისაზღვრება ცოდნის B2-C2 დონეები.

    მუხლი 11. წინასაგამოცდო ინსტრუქტაჟი

წერითი გამოცდის დაწყებამდე სასწავლო ცენტრის წარმომადგენელი ინსტრუქტაჟს უტარებს გამოსაცდელს, უხსნის მას ტექნიკურ საკითხებსა და წერითი გამოცდის ჩატარების წესს, რომლებიც აუცილებელია გამოცდის ნორმალურად ჩატარებისათვის.

    მუხლი 12. წერითი ნამუშევრის გასწორება

1. წერითი გამოცდის დამთავრების შემდეგ თითოეული გამოსაცდელი წერით ნამუშევარს აბარებს სასწავლო ცენტრის წარმომადგენელს.

2. წერითი ნამუშევრის გასწორება ხდება ანონიმურად. გასწორების დროს გამსწორებლისათვის უცნობია, თუ ვის ნაწერს ასწორებს. ასევე გამოსაცდელისათვის უცნობია, თუ ვინ გაასწორა მისი წერითი ნამუშევარი.

    მუხლი 13. გასაუბრება

1. გასაუბრება ტარდება კომისიის მიერ კანდიდატის ზეპირი გამოკითხვის ფორმით, რომლის მიზანია პირის შესაბამისობის დადგენა სამინისტროში დიპლომატიური თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან.

2. გასაუბრების მიმდინარეობა შეიძლება აისახოს აუდიო- და/ან ვიდეოჩანაწერებში.

3. გასაუბრების ეტაპზე კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

    მუხლი 14. გადაწყვეტილების მიღება

1. კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისია სხდომაზე საკითხს განიხილავს კანდიდატების დაუსწრებლად და აფასებს თითოეული კანდიდატის შესაბამისობას სამინისტროში დიპლომატიური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან.

2. კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.

3. კომისია კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს მინისტრს.

4. მინისტრი კომისიის დასკვნის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას პირის დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.

5. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს   კანდიდატისათვის კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

     მუხლი 15. კონკურსის ჩაშლა

კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განაცხადი.

    მუხლი 16. დავის გადაწყვეტა

დავები,   რომლებიც   წარმოიშობა   კონკურსთან   დაკავშირებით,   წყდება   საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კრებსითი — სრული ვერსია