,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
32/2008
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2008-05-14
გამოქვეყნების თარიღი
2008-05-16
სარეგისტრაციო კოდი
020.090.000.15.008.011.832
,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 020.090.000.15.008.011.832

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №32/2008

2008 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

საქართველოს ცენტრლური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 დადგენილებით დამტკიცებულ საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის მე-11 მუხლის „საჩივრის განხილვის პირობები და წესი“ პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საარჩევნო კომისიის სხდომაზე საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის შემომტან პირს/სადამკვირვებლო ორგანიზაციას/საარჩევნო სუბიექტს“.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის N1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია