,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
257
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-05-13
გამოქვეყნების თარიღი
2008-05-14
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.22.026.011.827
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.011.827

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №257

2008 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №176, მუხლი 2416) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. დებულების მე-13 პუნქტს დაემატოს ,,თ)“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,თ) ელექტრონული და ვიდეოკონტროლის განყოფილება.“.

2. დებულებას დაემატოს 323 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,323. ელექტრონული და ვიდეოკონტროლის განყოფილება ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის (შემდგომში – ადმინისტრაციული შენობა) ვიდეო კონტროლი;

ბ) ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების/გამოუცხადებლობის ელექტრონული და ვიდეოკონტროლი;

გ) ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ვიდეო და ელექტრონული კონტროლის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა;

დ) ვიდეო და ელექტრონული კონტროლის საფუძველზე არსებული ინფორმაციის ფილტრაცია და მისი მიწოდება შესაბამისი თანამდებობის პირისათვის.“.

    მუხლი 2

 ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 3

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია