,,საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
197
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-09-19
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-21
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.838
,,საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №197

2007 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სა­მთა­ვრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგე­ნილებაში (სსმ III, 2005 წ., №33, მუხლი 332) და პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოსა და ყაზა­ხეთის რეს­პუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავ­რობო კომი­სიის საქართველოს მხარის შემადგენლობა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავ­მჯდომარე

ლაშა ახალაძე – შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორი

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ირაკლი ეზუგბაია – შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ირაკლი თაქთაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

ჯემალ ინაიშვილი – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე

ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

ივანე ნაკაიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ზაზა სეთურიძე –         საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის აღმოსავლეთის საქმეთა სამმართველოს მრჩეველი, კომისიის მდივანი

ფრიდონ სურმანიძე – შპს „ბათუმის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორი

ირაკლი ღვალაძე          – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

ზურაბ შურღაია – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ზურაბ ჯანჯღავა          – შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია