,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
375
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2008-04-22
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-24
სარეგისტრაციო კოდი
430.030.000.22.022.011.781
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.011.781

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №375

2008 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. რეორგანიზებულ იქნეს ქუთაისის №43 საჯარო სკოლა-პანსიონი, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და ქ. ქუთაისის №17 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, ქ. ქუთაისის №17 საჯარო სკოლასთან ქ. ქუთაისის №43 საჯარო სკოლა-პანსიონის მიერთების გზით.

2. შეუწყდეს უფლებამოსილება აღნიშნული ბრძანებით რეორგანიზირებულ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს და არა უგვიანეს 2008 წლის 16 მაისამდე ჩატარდეს რეორგანიზებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს ახალი არჩევნები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია