„საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
24/2008
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2008-04-18
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-21
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.15.008.011.772
„საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.772

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №24/2008

2008 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის  21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 1298 მუხლის მე-8 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ნაცვლად ინტერნეტისა, განთავსედეს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 2. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები გავრცელდეს ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის შემთხვევებზეც.

მუხლი 3. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართევლოს საარჩევნო კოდექსი“ მე-60 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ასლი საჯარო გაცნობისათვის დაუყოვნებლივ გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

მუხლი 4. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                     ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი                                                                               გ. მჭედლიძე

კრებსითი — სრული ვერსია