,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
273
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2008-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-07
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.011.702
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.702

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №273

2008 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ III, 26.09.2005წ., №112, მუხლი 1233) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს მე-4 დანართით დამტკიცებული საჯარო სკოლების ნუსხიდან სოფ. ტაშისკრის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია

კრებსითი — სრული ვერსია