,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12/2008
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2008-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2008-05-30
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.15.008.011.694
,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.694

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №12/2008

2008 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის  21 მაისის არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №04-02/3061 წერილის საფუძველზე, დამტკიცდეს 2008 წლის 21 მაისის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილების და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა):

შრომის ანაზღაურება

19 382 415 ლარი;

სხვა საქონელი და მომსახურება

8 688 965 ლარი;

სხვა ხარჯები

1 500 000 ლარი;

არაფინანსური აქტივები

1 350 000 ლარი;

სულ

30 921 380 ლარი.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 30 მაისის დადგენილება №34/2008 - სსმ III, №77, 30.05.2008 წ., მუხ.834

    

მუხლი11.

 საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის №338 განკარგულებით ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის დამატებით გამოყოფილი 8 000 000 ლარი განაწილდეს შემდეგნაირად:  

შრომის ანაზღაურება

2 889 888 ლარი;

სხვა საქონელი და მომსახურება

4 657 112 ლარი;

არაფინანსური აქტივები

450 000 ლარი;

სულ

8 000 000 ლარი.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 30 მაისის დადგენილება №34/2008 - სსმ III, №77, 30.05.2008 წ., მუხ.834

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე     ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი  გ. მჭედლიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 30 მაისის დადგენილება №34/2008 - სსმ III, №77, 30.05.2008 წ., მუხ.834

კრებსითი — სრული ვერსია