„საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
187
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-13
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.828
„საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №187

2007 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ენერგეტიკის კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე        – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე, რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

გიორგი ბარამიძე          – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

დავით ნატროშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

ლევან რაზმაძე – სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

ეკა ტყეშელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ირაკლი ღვალაძე          – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

გიორგი ყაველაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

გურამ ჩალაგაშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯ-დომარე

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ზურაბ ჯანჯღავა          – შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი.

2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

შოთა გვენეტაძეს          – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრს

ნიკო ლეკიშვილს – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს.“.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია