,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
185
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-13
სარეგისტრაციო კოდი
380.050.000.10.003.000.826
,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №185

2007 წლის 12 სექტემბერი

 ქ. თბილისი

,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილება ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №94, მუხლი 1068) დამტკიცებულ დებულებაში და 72 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიების ვადის გაგრძელებას არა უმეტეს 1 წლისა (კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ლიცენზიის გაცემამდე), აუქციონის გამართვის გარეშე ახორციელებს სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია