,,საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
183
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-13
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.824
,,საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №183

2007 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

 ,,საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე – საქართელოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი ყაველაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:

შოთა გვენეტაძეს – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრს

რომან გოცირიძეს         – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს

ირაკლი კოვზანაძეს – საქართველოს პარალმენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია