საქართველოს მთავრობის
დადგენილება №196
2008 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აგვისტოს №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აგვისტოს №176 დადგენილებაში და მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ნოემბრიდან.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე