,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილის გაუქმების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
49
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-03-06
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-07
სარეგისტრაციო კოდი
100.020.010.22.027.011.572
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილის გაუქმების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.011.572

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №49

2008 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილის გაუქმების შესახებ

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილე.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილის გაუქმებასთან დაკავშირებით, დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (ბ. ახალაია):

ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ქ. თბილისის №5 საპყრობილეში მოთავსებულ მსჯავრდებულთა და პატიმართა გადანაწილების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

კრებსითი — სრული ვერსია