,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
109
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-02-28
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.22.026.011.569
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.011.569

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №109

2008 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

,,61. ამ ბრძანების მე-6 პუნქტის ,,დ)“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული შესაბამისი სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა გაიცემა შემდეგი თვის შრომის ანაზღაურებასთან ერთად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შრომის ანაზღაურება არ გაიცემა, საკომპენსაციო თანხა გაიცემა მომდევნო თვის ბოლოს.“

მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და სტრუქტურული ქვედანაყოფები.

მუხლი 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია