,,ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის – ,,ღირსეული დასაწყისი“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №273 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
187
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-09
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.10.003.001.132
,,ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის – ,,ღირსეული დასაწყისი“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №273 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №187

2008 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის – „ღირსეული დასაწყისი“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №273 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად „ხელმოკლე ოჯახებში დაბადე­ბული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის – „ღირსეული დასაწყისი“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №273 დად­გენილებით (სსმ III, 2007 წელი, №180, მუხ.1980) დამტკიცებულ პროგრამაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ახალშობილის დაბადებასთან დაკავ­ში­­რებით ხელმოკლე ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგო­­­მარეობის გაუმჯობესება და ერთჯერადი ფულადი დახმა­რების გაცემა.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქ­ციის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების ადმი­ნისტრირებასთან დაკავშირებით ელექტრონული ბაზის ფორ­მირებასა და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.“;

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბარათი არის მატერიალური ფორმის ფინანსური ინს­ტრუმენტი, რომელსაც გასცემს სააგენტო ტერიტორიული ერთე­­ულების მეშვეობით. ბარათის მისაღებად მოსარგებლის წარმომადგენელმა ბავშვის დაბადებიდან არა უგვიანეს 1 (ერ­თი) წლის განმავლობაში სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელსაც თან უნდა ახლდეს:

ა) ახალშობილის მშობლების ან მშობლის (თუ მეორე მშობელი არ ჰყავს) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია