სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.011.591
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №206
2008 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 11 აპრილის №243 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 11 აპრილის №243 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულებაში“ (სსმ III, 18.04.05, №45, მუხლი 470) შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი კ. ბაინდურაშვილი