,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 17 აპრილის №274 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
124
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2008-02-15
გამოქვეყნების თარიღი
2008-02-28
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.011.516
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 17 აპრილის №274 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.516

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №124

2008 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 17 აპრილის №274 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 17 აპრილის №274 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის დროებითი წესდების“ (სსმ III, 25.04.2007., №57, მუხ. 619) პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) შექმნილია ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის ბაზაზე. ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია

 

კრებსითი — სრული ვერსია