საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №2/2008
2008 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 21 სექტემბრის №11/2005 „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ“ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ1 “ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. (ძალადაკარგულია)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის დადგენილება-№1/2009 სსმ III,№36,
25.03.2009 წ., მუხ.418
მუხლი 2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2005 წლის 21 სექტემბრის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №11/2005 „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე.
მუხლი 3.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა ) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
დანართი (ძალადაკარგულია)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის დადგენილება-№1/2009 სსმ III,№36,
25.03.2009 წ., მუხ.418