,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №671 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
86
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2008-01-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-02-11
სარეგისტრაციო კოდი
430.030.000.22.022.011.477
,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №671 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.011.477

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  

ბრძანება №86

2008 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №671 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №671 ბრძანებით (სსმ III, 23.08.2007 წ., №119, მუხ. 1304) დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის რეგისტრაცია ხორციელდება ყოველწლიურად. მისაღებ სტუდენტთა ყოველწლიური რეგისტრაციის ვადას ცენტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის წინადადებების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რეგისტრაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პერიოდულობით.“.

მუხლი 2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი     მ. მიმინოშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია