,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №519 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის დროებით წესდებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
52
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2008-01-17
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-29
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.011.439
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №519 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის დროებით წესდებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.439

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №52

2008 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №519 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის დროებით წესდებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №519 ბრძანებით დამტკიცებულ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დროებითი წესდების (სსმ III, 05.06.2006 წ., №75, მუხ. 941) პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სეისმური მონიტორინგის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ცენტრთან არსებული საქართველოს ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის ბაზაზე. ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. მიმინოშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია