სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.011.431
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №41
2008 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების მე-5 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის-ტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის №443 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ჩანტლაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 25 მაისის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 2
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3
სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
მუხლი 4
სამსახურის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
თავი II
სამსახურის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი
მუხლი 5
თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:
ა) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა;
ბ) საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა;
გ) საზოგადოების გარემოსადაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
დ) საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერება;
ე) სამინისტროსა და საზოგადოებას შორის ორმხრივი ურთიერთობის დამყარება;
ვ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის შესახებ, საზოგადოების გარემოსადაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
ზ) სამინისტროს საქმიანობაზე ინფორმაციის გავრცელება და აუცილებლობის შემთხვევაში საინფორმაციო საშუალებებისათვის ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და საინფორმაციო (ჟურნალისტური) მასალების გავრცელება;
თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გასული უახლესი გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოპოვება, მისი სისწორის განსაზღვრა და სამინისტროს პოზიციის დაფიქსირება და საჭიროების შემთხვევაში ახსნა-განმარტების ან ურმყოფელი პასუხის მომზადება;
ი) კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტაციის ჩატარება და ინფორმაციული ხელშეწყობა ჟურნალისტებისათვის, რომლებიც ასრულებენ რედაქციის დავალებას და გააშუქებენ სამინისტროს საქმიანობას;
კ) სამინისტროს საქმიანობაში და გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე პროცესებზე პრეს-კონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ორგანიზება და პრეს-ბიულეტენების, პრეს-რელიზების, მიმოხილვების მომზადება;
ლ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ მასმედიის საშუალებებით გასული ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისათვის;
მ) სამინისტროს შიდა პოლიტიკის შემუშავების პროცესში თანამშრომლების მონაწილეობის მიზნით გამოკითხვის ორგანიზება და ხელმძღვანელობისათვის ანალიზის მიწოდება;
ნ) სამინისტროსა და საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებისა და შეხედულებების გამოსავლენად და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრების ორგანიზება;
ო) პრობლემატურ საკითხებზე სადისკუსიო კლუბის ორგანიზება სახელმწიფო სრტუქტურების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მასმედიის საშუალებებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით;
პ) მდგრადი განვითარების ფარგლებში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ შემუშავებული გარემოსდაცვითი განათლების სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელება;
ჟ) სამინისტროს ბიბლიოთეკის შექმნა.
მუხლი 6
დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისაგან შეუფერხებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
ბ) ითანამშრომლოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით.
თავი III
სამსახურის მართვა
მუხლი 7
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 8.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
მუხლი 9
სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს სამსახურის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯე-როვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ე) წელიწადში ერთხელ მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებე-ლია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ი) სამსახურის სახელით ამზადებს დასკვნებს;
კ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ლ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით გან-საზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს;
მ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 10
სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.