,,მედიის რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის №600 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2008-01-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-21
სარეგისტრაციო კოდი
040.030.050.22.022.011.370
,,მედიის რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის №600 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.050.22.022.011.370

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №10

2008 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

,,მედიის რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის №600 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მედიის, რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯის რეორგანიზაციის შესახებ“ №212 დადგენილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ,,მედიის რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ №600 ბრძანება (სსმ III, 14.06.2006 წ., №80, მუხ. 1039).       

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. მიმინოშვილი

კრებსითი — სრული ვერსია