,,დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
165
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-10
სარეგისტრაციო კოდი
300.390.000.10.003.000.806
,,დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №165

2007 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის    28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგინდეს დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები:

ა) 2005 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 იანვრამდე:

ცეტანის რიცხვი, არანაკლებ – 45;

გოგირდის შემცველობა, მგ/კგ, არა უმეტეს – 350;

სიმკვრივე 150C, კგ/მ3, არა უმეტეს – 845;

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი, პროცენტი, არა უმეტეს – 11;

ბ) 2008 წლის 1 იანვრიდან:

ცეტანის რიცხვი, არანაკლებ – 51;

გოგირდის შემცველობა, მგ/კგ, არა უმეტეს – 50;

სიმკვრივე 150C, კგ/მ3, არა უმეტეს – 845;

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი, პროცენტი, არა უმეტეს – 11;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია