სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.010.18.011.011.338
საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის ბრძანება №1
2008 წლის 4 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანება ,,საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
დ. ამაღლობელი
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი