,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
398
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2020-09-21
სარეგისტრაციო კოდი
100.070.000.22.027.011.263
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“

(ძალადაკარგულია - 21.09.20, №613)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №398

2007 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ

,,პატიმრობის შესახებ� საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 85-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, მსჯავრდებულ და წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა განცალკევების მიზნით, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 საპყრობილეში (ქ. თბილისი) შეიქმნას სპეციალური საპატიმრო განყოფილება.

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს (ბ. ახალაია) დაევალოს უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მსჯავრდებულთა და პატიმართა გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მსჯავრდებულთა და პატიმართა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

3. ეს ბრძანება გაეცნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და ამავე დეპარტამენტის №8 საპყრობილის (ქ. თბილისი) პირად შემადგენლობას.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გ. მიქანაძეს.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 7 დეკემბრიდან.

ე. ტყეშელაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია