„დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
155
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-07-27
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-31
სარეგისტრაციო კოდი
270.170.000.10.003.000.796
„დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №155

2007 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

,,დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №110 დადგენილებით დამტკიცებულ ,,დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში (სსმ III, 2007 წ., №78, მუხლი 837) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის ,,ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი საკრედიტო რესურსის საერთო მოცულობის არა უმეტეს 20 (ოცი) პროცენტი გაიცემა დამწყებ მცირე და საშუალო საწარმოთა ტურისტული ბიზნესის დაფინანსებისათვის;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია