ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში არსებული თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
153
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-07-27
გამოქვეყნების თარიღი
2016-01-18
სარეგისტრაციო კოდი
010.250.000.10.003.000.794
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში არსებული თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების შესახებ

(ძალადაკარგულია - 18.01.2016, №35)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №153

2007 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში არსებული თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების შესახებ

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში არსებული თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის დადგენილი წესით განხორციელება დაეკისროს დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევს.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია