,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
393
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-12-14
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-14
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.027.011.225
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.011.225

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №393

2007 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპურ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკის, ისნის, მთაწმინდა-კრწანისის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორის, ამბროლაურის, ახალქალაქის, ბოლნისის, ზუგდიდის, თელავის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, რუსთავის, ახალციხის, გორის, ქუთაისის, ბათუმის, ჭიათურის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

2. დებულების მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ბ) დიდუბე-ჩუღურეთის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია.“;

ბ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ ი“ ქვეპუნქტი;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 6. ლტოლვილის დროებით ბინადრობის მოწმობას „ ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ლტოლვილად ცნობილ პირებზე გასცემენ მხოლოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის და ახმეტის სამსახურები.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. ტყეშელაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია