,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1259
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-12-11
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-20
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.011.218
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.218

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1259

2007 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2006 წლის 31 მაისის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №513 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრის დროებითი წესდების“ (სსმ III, 05.06.2006 წ., №75, მუხ. 935) პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ბაზაზე. ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. მიმინოშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია