ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ვადების განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
33/2007
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2007-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-03
სარეგისტრაციო კოდი
010.210.010.15.008.011.202
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ვადების განსაზღვრის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.202

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №33/2007

2007 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების� ვადების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლისა და 1296 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

��� მუხლი 1

უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარტიამ გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის დანიშვნის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიაში ან ცესკოში უნდა წარადგინოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 2 დღის ვადაში. შესაბამისი საარჩევნო კომისია ვალდებულია ზემოაღნიშნული ინფორმაცია დაუყონებლივ მიაწოდოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელ პარტიას.

��� მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ�ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

��� მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ����ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი ���გ. მჭედლიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №5/2012 - ვებგვერდი, 07.02.2012წ.

კრებსითი — სრული ვერსია