,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1268
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-10
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.22.033.011.197
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.011.197

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1268

2007 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით (სსმ III, 03.08.2005, №91, მუხ. 1035) დამტიცებულ ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტის ,,ჰ.ღ“ ქვეპუნქტი;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ს“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ს) ჰიგიენური სერტიფიკატი“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია