ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34/2007
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2007-12-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-03
სარეგისტრაციო კოდი
010.210.010.15.008.011.221
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

010.210.010.15.008.011.221

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება N34/2007

2007 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1.

1. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის გარეშე ცნობად აფორმებს განკარგულებას საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალური შემადგენლობის შესახებ მათი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მითითებით.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით შედგენილი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება მოთხოვნისთანავე გადაეცემა ცესკოს.

მუხლი 2.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯაშვილის №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №4/2012 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.

კრებსითი — სრული ვერსია