საქართველოს მთავრობის
დადგენილება №145
2007 წლის 13 ივლისი
�ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის დადგენილება №106 - სსმ III, №60, 21.04.2008 წ., მუხ.691
1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ� ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პროფესიული განათლების შესახებ� საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის, მე-40 მუხლის მე-8 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ� საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, გამოეყოს ზუგდიდის ფილიალი და მის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი � შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტი.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის დადგენილება №106 - სსმ III, №60, 21.04.2008 წ., მუხ.691
2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს � შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტს შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირები � სენაკის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯი და ზუგდიდის პროფესიული ლიცეუმი.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის დადგენილება №106 - სსმ III, №60, 21.04.2008 წ., მუხ.691
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი � შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე ზუგდიდის ფილიალის ნაწილში, საჯარო სამართლის იურიდიული პირების � სენაკის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯისა და ზუგდიდის პროფესიული ლიცეუმის უფლებამონაცვლე, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამონაცვლე.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის დადგენილება №106 - სსმ III, №60, 21.04.2008 წ., მუხ.691
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №122 - სსმ III, №74, 19.05.2008 წ., მუხ.799
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის მიზნად განისაზღვროს ,,უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ, ბაკალავრიატის 240-კრედიტიანი აკადემიური უმაღლესი, პროფესიული უმაღლესი და სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის დადგენილება №106 - სსმ III, №60, 21.04.2008 წ., მუხ.691
5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტისათვის ქ. ზუგდიდში, ბესარიონ ჯანაშიას ქ.№30-ში და ქ. სენაკში, მშვიდობის ქ. №194-ში მდებარე უძრავი ქონებისა და შესაბამისი მოძრავი ნივთების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის დადგენილება №106 - სსმ III, №60, 21.04.2008 წ., მუხ.691
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე� საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადების საფუძველზე.
7. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის მართვის ორგანოების არჩევამდე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის დადგენილება №106 - სსმ III, №60, 21.04.2008 წ., მუხ.691
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (გ. ნოდია), ,,უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის წესდების დამტკიცება.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის დადგენილება №106 - სსმ III, №60, 21.04.2008 წ., მუხ.691
9. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
�1. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის დადგენილება №106 - სსმ III, №60, 21.04.2008 წ., მუხ.691
2. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №122 - სსმ III, №74, 19.05.2008 წ., მუხ.799