საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1232
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-04-06
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-27
სარეგისტრაციო კოდი
060.000.000.05.001.001.771
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 365-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 365. სააპელაციო საჩივარი, რომლის ღირებულებაც აღემატება 500 ლარს

1. სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 500 ლარს. აპელაციის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს (მესამე პირს). თუ ღირებულების მოცულობა ეჭვს იწვევს, სააპელაციო საჩივრის შემტანმა პირმა ეს ღირებულება სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა სააპელაციო საჩივრის ღირებულებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ სიკეთეებთან დაკავშირებულ სასამართლო დავებზე.“.

2. 391-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ სიკეთეებთან დაკავშირებულ სასამართლო დავებზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 6 აპრილი.

№1232-Iს

კრებსითი — სრული ვერსია