,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორცილებელი სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 8 მაისის №353 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1622
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-11-08
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-12
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.023.011.088
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორცილებელი სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 8 მაისის №353 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.011.088

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №1622

2007 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორცილებელი სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 8 მაისის №353 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორცილებელი სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 8 მაისის №353 ბრძანებით (სსმ III, 08.05.2006 წ., №63, მუხლი 824) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი მიმართულებით, კერძოდ, ,,სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პროექტის (რომლის მეშვეობითაც ხორციელდება აგრეთვე ,,იაპონური გრანტის პროექტი სოციალური განვითარების ფონდისათვის)“, ,,ტყის განვითარების პროექტის“ და ,,საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის“ განხორცილებისათვის, ასევე საქართველოში ,,გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობათა საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე“ კონვენციის შესრულების გაუმჯობესებისათვის.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ქ1“ ქვეპუნქტი:

,,ქ1) ,,გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობათა საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე“ კონვენციით დაცული სახეობების – თეთრყვავილასა და ყოჩივარდების რესურსის მარაგის დადგენის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორცილება სამინისტროს მიერ თეთრყვავილას ბოლქვებისა და ყოჩივარდას გორგლების მოპოვების კვოტის განსაზღვრის მიზნით.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ჩანტლაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია