საქართველოს მთავრობის
დადგენილება №54
2008 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის /განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის/განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესები
1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში I-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების შესაბამისად, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობისას − „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილების შესაბამისად, ამასთან, დაიშვება გარკვეული გამარტივებული პროცედურები.
2. თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისათვის I-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვას გასცემს ამ ზონის ადმინისტრატორი ორგანო (შემდგომში – ადმინისტრატორი), ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო).
3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისათვის ადმინისტრატორი შეიმუშავებს და სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებით ამტკიცებს განაშენიანების დეტალურ გეგმას. ასეთ შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ უკვე შემუშავებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მიღებისათვის განაცხადის წარდგენა აუცილებელი არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განაშენიანების რეგულირების გეგმით არ არის განსაზღვრული ყველა ის პირობა, რაც მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადიით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისათვის არის განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პირველი სტადიის პროცედურით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებაც, იმ პირობების დასადგენად, რომლებიც არ არის განსაზღვრული შესაბამისი განაშენიანების რეგულირების გეგმით.
4. (ამოღებულია - 27.07.2021, №381).
5. მშენებლობის ნებართვის/განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის მისაღებად დოკუმენტაციის წარდგენამდე ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს, გაიაროს კონსულტაციები ნებართვის გამცემსა და ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე მიიღოს შეთანხმებები იმ საკითხებზე, რომლებიც საჭიროებენ შეთანხმებას ნებართვის მიღებამდე.
6. ნებართვის მისაღებად დოკუმენტები ადმინისტრატორს/ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარედგინება კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და შემადგენლობით.
7. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მშენებლობის ნებართვის/განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მონაწილეობას იღებენ კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მონაწილეობას იღებს ასევე ადმინისტრატორიც.
8. (ამოღებულია - 27.07.2021, №381).
81. ადმინისტრატორის მიერ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარება ხდება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების VIII თავის შესაბამისად, ხოლო ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება ხდება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილების XVIII თავის შესაბამისად.
9. (ამოღებულია - 27.07.2021, №381).