1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრებისათვის კომპენსაციის გაცემის გრაფიკის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
301/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-10-19
გამოქვეყნების თარიღი
2007-10-25
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.011.019
1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრებისათვის კომპენსაციის გაცემის გრაფიკის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.019

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №301/ნ

2007 წლის 19 ოქტომბერი
 ქ. თბილისი

1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრებისათვის კომპენსაციის გაცემის გრაფიკის დამტკიცების თაობაზე

,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 371  მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრებისათვის კომპენსაციის გაცემის თანდართული გრაფიკი (დანართი №1).

2. წარმოქმნილი ვალდებულების დაფარვა განხორციელდეს 2008-2009 წლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნებებიდან. ამასთან,

ა) 2002-2003 წლების საკომპენსაციო თანხები გაიცეს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებიდან;

ბ) 2004-2005 წლების საკომპენსაციო თანხები გაიცეს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებიდან.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი

 

დანართი №1

1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებისათვის კომპენსაციის გაცემის გრაფიკი

 

მიმღებ პირთა რაოდენობა

2008 წელს გასაცემი თანხის ოდენობა

2009 წელს გასაცემი თანხის ოდენობა

სულ

33 პირი

 

312 490.18

70 514.33

383 004.51

 

 

კრებსითი — სრული ვერსია