საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
959
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-10-11
გამოქვეყნების თარიღი
2024-10-15
სარეგისტრაციო კოდი
270.030.000.22.022.010.977
საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.030.000.22.022.010.977

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

 მინისტრის ბრძანება №959

2007 წლის 11 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვე-პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

დანართი

საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. შრომითი ხელშეკრულების ფორმა

1. შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, წინამდებარე ბრძანებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

2. შრომითი ხელშეკრულება იდება მხარეთათვის გასაგებ ენაზე. შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს რამდენიმე ენაზე. ამ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ ენას აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, აგრეთვე აფხაზური. ხელშეკრულების ტექსტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ქართულ ენაზე დადებული შრომითი ხელშეკრულების ტექსტს.

    მუხლი 2. შრომითი ხელშეკრულების დადებაზე უფლებამოსილი სუბიექტები

შრომითი ხელშეკრულების დადებაზე უფლებამოსილი სუბიექტები არიან: ერთი მხრივ – საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა) (დამსაქმებელი), წარმოდგენილი სკოლის დირექტორით და, მეორე მხრივ – ფიზიკური პირი მასწავლებელი (დასაქმებული).

    მუხლი 3. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა

შრომითი ურთიერთობა სკოლასა და მასწავლებელს შორის წარმოიშობა მასწავლებლის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №164/ნ - ვებგვერდი, 16.10.2024წ.

თავი II. შრომითი ხელშეკრულების შინაარსი

მუხლი 4. შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები

1. შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების კატეგორია და:

ა) შრომითი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ნომერი, მისი დადების თარიღი და ადგილი;

ბ) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;

გ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

დ) შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები, მათ შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №174/ნ ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის 11​1 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი ფუნქციები, ამავე პუნქტებით დადგენილი წესით;

ე) სამუშაო დრო და დასვენების დრო;

ვ) სამუშაო ადგილი;

ზ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა;

თ) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი;

ი) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;

კ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი;

ლ) მხარეთა პასუხისმგებლობის წესი;

მ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;

ნ) შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა;

ო) შრომით ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მხარეების რეკვიზიტები;

პ) სხვა დამატებითი პირობები, რომელთა გათვალისწინება არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

2. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია. ამ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს შრომის შინაგანაწესი (არსებობის შემთხვევაში). სკოლა ვალდებულია მასწავლებელს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №116/ ნ - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №114/ნ - ვებგვერდი, 04.12.2020წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №164/ნ - ვებგვერდი, 16.10.2024წ.

    მუხლი 5. ხელშეკრულების მხარეების ვინაობა და მისამართი

შრომითი ხელშეკრულების დადებისას მხარეები ვალდებულნი არიან მიუთითონ თავიანთი სტატუსი (დასაქმებული – ფიზიკური პირი, დამსაქმებელი – სკოლა, დირექტორის სახით), ვინაობა (გვარი, სახელი) და მისამართი. სკოლის შემთხვევაში მისამართად მითითებულ უნდა იქნეს სკოლის მისამართი, ხოლო დასაქმებულის შემთხვევაში – მისი ფაქტობრივი და სარეგისტრაციო მისამართი.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №164/ნ - ვებგვერდი, 16.10.2024წ.

    მუხლი 6. შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები

1. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებელი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოთი, შეუქმნას მას მუშაობისათვის აუცილებელი პირობები.

2. სკოლა ვალდებულია აუნაზღაუროს მასწავლებელს ის ზიანი, რომელიც გამოწვეულია სკოლის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევით.

3. სკოლა ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს მასწავლებელს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

4. სკოლა ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დადგენილი წესით, უზრუნველყოს მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაზრდა საჯარო სკოლის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად.

5. სკოლა ვალდებულია მასწავლებელი უზრუნველყოს:

ა) სასწავლო პროცესისათვის საჭირო გარემოთი;

ბ) სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოებით;

გ) აკადემიური თავისუფლებით იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას;

დ) კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობით, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ ვალდებულია მისცეს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით;

ე) მასწავლებლისათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემა დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე ,,დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის  №87/ნ ბრძანების შესაბამისად;

ვ) მასწავლებლისთვის ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარებს გაცემა „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის  №01-133/ნ ბრძანების შესაბამისად.

6. სკოლა ვალდებულია სასკოლო დისციპლინის დაცვისას უზრუნველყოს:

ა) მასწავლებლისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, მისი ღირსების პატივისცემა და არ დაუშვას მასწავლებლის დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით;

ბ) მასწავლებლის მიმართ დისციპლინური დევნის განხორციელება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურებით;

გ) მასწავლებლისათვის წერილობითი განმარტების მიცემა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსთან დაკავშირებით.

7. მასწავლებელი ვალდებულია:

ა) იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები;

ბ) მოემზადოს თითოეული გაკვეთილისათვის და ეფექტიანად განახორციელოს სასწავლო პროცესი;

გ) მონაწილეობა მიიღოს სასკოლო სასწავლო გეგმების შემუშავებაში;

დ) შეაფასოს მოსწავლეების პროგრესი და მოახდინოს შედეგების შესახებ ინფორმირება ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად;

ე) უზრუნველყოს კლასში წესრიგი და დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე;

ვ) დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდისა და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან;

ზ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

თ) იზრუნოს სკოლის განვითარებაზე;

ი) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.

8. მასწავლებელი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საჯარო სკოლის მართვაში პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით, მოითხოვოს და მიიღოს სკოლაში არსებული საჯარო ინფორმაცია.

9. მასწავლებელი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მასთან დაკავშირებულ საკითხზე გამართულ ადმინისტრაციულ წარმოებაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით და თავისი უფლებების დასაცავად გაასაჩივროს სკოლის გადაწყვეტილებები და ქმედებები.

10. შრომით ხელშეკრულებაში შეიძლება განისაზღვროს შრომითი ურთიერთობის მხარეთა –სკოლისა (დამსაქმებლის) და მასწავლებლის (დასაქმებულის) სხვა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 8 აპრილის ბრძანება №313 - სსმ III, №55, 11.04.2008წ., მუხ.643

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №116/ ნ - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №164/ნ - ვებგვერდი, 16.10.2024წ.

    მუხლი 7. შვებულების მიცემის წესი

1. მასწავლებლის შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობიდან 11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით მასწავლებელს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.

2. მასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 40 სამუშაო დღის ვადით, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს შრომით ხელშეკრულებაში. განსხვავებული ვადა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. მასწავლებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღისა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 ივნისის ბრძანება №75/ნ - ვებგვერდი, 21.06.2013წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №164/ნ - ვებგვერდი, 16.10.2024წ.

    მუხლი 8. შრომის ანაზღაურების ოდენობა

მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანების შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №116/ ნ - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №164/ნ - ვებგვერდი, 16.10.2024წ.

    მუხლი 9. მხარეთა პასუხისმგებლობის წესი

შრომითი ხელშეკრულების მხარეები პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებაზე და შეუსრულებლობით წარმოშობილ ზიანზე.

    მუხლი 9 1 . ამოღებულია

       საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 8 აპრილის ბრძანება №313 - სსმ III, №55, 11.04.2008წ., მუხ.643
      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №116/ ნ - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

 

    მუხლი 10. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა

1. (ამოღებულია - 15.10.2024, №164/ნ).

2. (ამოღებულია).

3. თუ სკოლასა და მასწავლებელს შორის დადებული კონკრეტული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სკოლასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი შრომისუუნარობისას, თუ მასწავლებლის შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, მასწავლებელს გამოყენებული აქვს ამ დანართის მე-7 მუხლით განსაზღვრული შვებულება.

4. მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:

ა) (ამოღებულია - 15.10.2024, №164/ნ);

ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

5. (ამოღებულია).

6. (ამოღებულია).

7. (ამოღებულია).

8. (ამოღებულია).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 14 იანვრის ბრძანება №37 - სსმ III, №8, 21.01.2008წ., მუხ.100

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 8 აპრილის ბრძანება №313 - სსმ III, №55, 11.04.2008წ., მუხ.643

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4ოქტომბრის ბრძანება №101/ნ - სსმ III, №129, 08.10.2010წ., მუხ.1871

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №116/ ნ - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №164/ნ - ვებგვერდი, 16.10.2024წ.

 

    მუხლი 11. შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა

თითოეულ ენაზე შედგენილი შრომითი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს არანაკლებ ორ ეგზემპლარად, რომელთაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა და რომელთა თითო ეგზემპლარი გადაეცემა ხელშეკრულების მხარეებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №164/ნ - ვებგვერდი, 16.10.2024წ.

    მუხლი 12. შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა

1. შრომით ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან დამატება შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა, რომელიც განპირობებულია კანონმდებლობის ცვლილებით, არ საჭიროებს დასაქმებულის თანხმობას.

2. შეთანხმებული ცვლილებები ან დამატებები უნდა გაფორმდეს წერილობით, რაც შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და ძალაში შედის მხოლოდ მხარეთა სათანადო ხელმოწერის შემდეგ. შრომით ხელშეკრულებაში შესული ნებისმიერი ცვლილების ან/და დამატების მიმართ ვრცელდება ამ დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №116/ ნ - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №164/ნ - ვებგვერდი, 16.10.2024წ.

    მუხლი 13. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა

1. შრომითი ხელშეკრულების ბოლოს სავალდებულოა მიეთითოს მხარეთა რეკვიზიტები, რაც გულისხმობს მათ პირად მონაცემებს (მისამართი, პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი, საკონტაქტო ტელეფონი, საბანკო ანგარიში და სხვა) და ხელმოწერას.

2. სკოლის დირექტორის ხელმოწერას სავალდებულოა დაესვას სკოლის ბეჭედი.

    მუხლი 14. დავის გადაწყვეტის წესი

შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 15. გარდამავალი დებულება

ამ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების მე-3 მუხლი არ ვრცელდება ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე წარმოშობილ შრომით ურთიერთობებზე.

 

კრებსითი — სრული ვერსია