საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
590
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2016-12-16
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.22.026.010.960
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს თავდაცვის

მინისტრის ბრძანება № 590

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №1 4 - ვებგვერდი, 0 7 .03.2014წ.

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №1 4 - ვებგვერდი, 0 7 .03.2014წ.

    მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №1 4 - ვებგვერდი, 0 7 .03.2014წ.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 მარტის №124 ბრძანება.

    მუხლი 3

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №1 4 - ვებგვერდი, 0 7 .03.2014წ.

დ. კეზერაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.ძალადაკარგულია - საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №94 - ვებგვერდი,16.12.2016წ.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომ - გენერალური შტაბი) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.

    მუხლი 2

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის (შემდგომ - გენერალური შტაბის უფროსი) ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.

    მუხლი 3

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.

    მუხლი 4

დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი“, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.

 

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 5

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამხედრო ოპერაციების (საბრძოლო და არასაომარი, მათ შორის საერთაშორისო სამშვიდობო მისიების) დაგეგმვა გენერალური შტაბის სხვა სტრუქტურებთან ურთიერთქმედებაში;

ბ) ოპერატიული გეგმების შემუშავება გენერალური შტაბის სხვა სტრუქტურებთან ურთიერთქმედებაში.

გ) სამხედრო ოპერაციების (საბრძოლო და არასაომარი, მათ შორის საერთაშორისო სამშვიდობო მისიების) მართვასა და კონტროლში მონაწილეობა და ოპერაციათა აღსრულების კოორდინაცია;

დ) რეკომენდაციების გაწევა ძალთა ორგანიზაციის შესახებ და შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგი;

ე) საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ქართული ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვა და კოორდინაცია;

ვ) გაერთიანებული (მათ შორის მრავალეროვნული) სწავლებების დაგეგმვა, ჩატარების ორგანიზება და კოორდინაცია (კონტროლი);

ზ) მონაწილეობა მრავალეროვნული სწავლებების დაგეგმვასა და ჩატარებაში;

თ) NATO-ში ინტეგრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და წინადადებების შემუშავება (თავისი კომპეტენციის ფარგლებში);

ი) ოპერატიული ვითარების ასახვა (ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი, გადაცემა);

კ) სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;

ლ) საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების დაგეგმვა და აღსრულების კოორდინაცია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №720 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის ბრძანება №513 - ვებგვერდი, 30.05.2013 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.

    მუხლი 6

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ოპერატიული მონაცემების საფუძველზე ვითარების შეფასება, ანალიზი და კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების წარდგენა გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად;

ბ) გენერალური შტაბის გადაწყვეტილებების გაფორმება გეგმების, საბრძოლო ბრძანებების, დირექტივებისა და განკარგულებების სახით, მათი შემუშავება და კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი მათ შესრულებაზე;

გ) გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ჯარების სახეობების შტაბებისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების შესაბამის სამსახურებთან ერთად, დაგეგმვის პროცესის კოორდინაცია და სინქრონიზაცია;

დ) გენერალური შტაბის უფროსისათვის, ძალთა ორგანიზაციისა და მათი გამოყენების საკითხებში წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.

ე) ოპერაციების დაგეგმვისათვის მონაცემთა ბაზისა და ოპერაციების ინფორმაციული ბანკის შექმნა და პერიოდული განახლება;

ზ) ოპერატიული ვითარების ასახვა და ოპერაციების უსაფრთხოებისათვის (სიცოცხლისუნარიანობა, მობილურობა/კონტრმობილურობა) აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და აღსრულების კონტროლი;

თ) გენერალური შტაბის სხვა სტრუქტურებთან ერთად სადაზვერვო ინფორმაციებზე მოთხოვნების დადგენა; მატარიალურ-ტექნიკურ რესურსებზე მოთხოვნების განსაზღვრა; მართვის, კონტროლისა და კავშირგაბმულობის სისტემის მოთხოვნების განსაზღვრა; შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებაზე მონიტორინგის გაწევა;

ი) საქართველოს შეიარაღებული ძალებში „ქვედანაყოფების სტატუსის შეფასების და მოხსენების სისტემის“ დანერგვა და მისი პერიოდულად დახვეწა.

კ) ოპერაციების (მისიების) წარმოების მეთოდებისა და ფორმების შესწავლა, ანალიზი, გამოცდილებების განზოგადება;

ლ) საქართველოს შეიარაღებული ძალების შემდგომი განვითარების პროგრამებში აქტიური მონაწილეობის მიღება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

    მუხლი 7

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

    მუხლი 8

დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.

    მუხლი 9

დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.

    მუხლი 10

დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.

    მუხლი 11

დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

    მუხლი 12

დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;

გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;

ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე;

თ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან;

ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები

მუხლი 13

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (შემდგომ – „ქვედანაყოფი“):

ა) ოპერაციების სამმართველო:

ა.ა)  დაგეგმვის განყოფილება;

ა.ბ) საერთაშორისო მისიების განყოფილება;

ა.გ) საინფორმაციო ოპერაციების განყოფილება;

ბ) ოპერატიული მომზადების  სამმართველო:

ბ.ა) სწავლებების განყოფილება;

ბ.ბ) საბრძოლო მზადყოფნის შეფასების განყოფილება;

გ) სამხედრო მართვის ცენტრი (სამმართველო):

გ.ა) სიტუაციური ცენტრი;

გ.ბ) მიმდინარე ოპერაციების განყოფილება;

დ) ოპერაციების მხარდაჭერის და განვითარების სამმართველო:

დ.ა) საცეცხლე მხარდაჭერის ცენტრი;

დ.ბ) კოორდინაციის და განვითარების განყოფილება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №49-სსმIII,№9,27.01.2010წ.,მუხ.9749-სსმIII, №9,27.01.2010წ.,მუხ.97

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №720 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის ბრძანება №513 - ვებგვერდი, 30.05.2013 წ.

მუხლი 14

1. ოპერაციების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ოპერატიული მონაცემების და ინფორმაციების საფუძველზე შეიარაღებულ ძალებში არსებული ვითარების შეფასება, ანალიზი, წინადადებების მომზადება/წარდგენა გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად;

ბ) ოპერაციათა აღსრულების კოორდინაციში მონაწილეობა და კოორდინაციის განხორციელება სამხედრო ოპერაციების (საბრძოლო და არასაომარი, მათ შორის, საერთაშორისო სამშვიდობო მისიების) მართვასა და კონტროლში;

გ) გენერალური შტაბის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად  სადაზვერვო ინფორმაციებზე მოთხოვნების დადგენა;

დ) გადაწყვეტილებების შემუშავება და გაფორმება გეგმებისა და საბრძოლო ბრძანებების სახით, სამხედრო ოპერაციების (საბრძოლო და არასაომარი, მათ შორის, სამშვიდობო მისიების) დაგეგმვასა და აღსრულების კოორდინაციაში მონაწილეობა, საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ოპერაციების დაგეგმვა და აღსრულების კოორდინაცია.

2. ოპერატიული მომზადების  სამმართველოს ფუნქციებია:

ა) გაერთიანებული (მათ შორის მრავალეროვნული) სწავლებების დაგეგმვა, ჩატარების ორგანიზება და კოორდინაცია;

ბ) საბრძოლო მზადყოფნის შეფასება, საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებისა და მზადყოფნის ღონისძიებების გეგმების შემუშავების კოორდინაცია.

3. სამხედრო მართვის ცენტრის (სამმართველო) ფუნქციებია:

ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ყოველდღიური ვითარების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის მოხსენებების მომზადება;

ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის უზრუნველყოფა, ინფორმაციების ურთიერთგაცვლა სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებთან;

გ) საერთაშორისო სამშვიდობო მისიების აღსრულების კოორდინაცია;

დ) კრიზისული სიტუაციების წარმოქმნისას, ოპერატიული მონაცემების საფუძველზე, ვითარების შეფასება, ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების მომზადება/წარდგენა გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად;

ე) გადაწყვეტილებების შემუშავება და გაფორმება გეგმების, საბრძოლო ბრძანებებისა და დირექტივების სახით.

4. ოპერაციების მხარდაჭერის და განვითარების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში კონცეფციების, დოქტრინების, სტანდარტული ოპერატიული პროცედურების, წვრთნების სტანდარტებისა და შეიარაღებული ძალების განვითარების ხედვების შემუშავება;

ბ) სამხედრო ოპერაციების (საბრძოლო და არასაომარი, მათ შორის, სამშვიდობო მისიების) დაგეგმვის, სწავლებებისა და შეფასების პროცესში მოთხოვნისამებრ დახმარების გაწევა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №49-სსმIII,№9,27.01.2010წ.,მუხ.9749-სსმIII, №9,27.01.2010წ.,მუხ.97

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №720 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის ბრძანება №513 - ვებგვერდი, 30.05.2013 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №1 4 - ვებგვერდი, 0 7 .03.2014წ.

    მუხლი 15

სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 16

ქვედანაყოფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.

თავი V. (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №1 4 - ვებგვერდი, 0 7 .03.2014წ.

 

     მუხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №1 4 - ვებგვერდი, 0 7 .03.2014წ.

   

 

კრებსითი — სრული ვერსია