„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №178 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1452
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-10-04
გამოქვეყნების თარიღი
2007-10-10
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.023.010.925
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №178 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.010.925

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №1452

2007 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №178 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსები ს მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №178 ბრძანებით (სსმ III, 06.03.2007წ., №30, მუხ. 359) დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამმართველოში შემავალ თითოეულ სატყეო უბანს და ტყის მცველებს (რეინჯერებს) აქვთ ბეჭედი სატყეო დეპარტამენტის ლოგოს გამოსახულებით. ბეჭედზე აღნიშნულია საიდენტიფიკაციო ნომერი საიდენტიფიკაციო ნომრების ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. ასევე, სამმართველოში შემავალ თითოეულ სატყეო უბანს, ტყის მცველებს (რეინჯერებს), მონიტორინგის განყოფილებას და სატყეო დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურს აქვთ საჭდევი წარწერით ,,სატყეო დეპარტამენტი“ და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომრით, რომლის ფორმასა და გამოყენების წესს ამტკიცებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 დ. ჩანტლაძე

კრებსითი — სრული ვერსია