საქართველოს მთავრობის
დადგენილება №41
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
,,2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №139 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №139 დადგენილებას (სსმ III, 2007 წ., №101, მუხლი 1102) 41 პუნქტის შემდეგ დაემატოს 42 პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,42. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით გამართული მეორე კონკურსის შედეგად სრული და ნაწილობრივი ოდენობის გრანტები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად გაიცემა შემდეგი თანხის მოცულობის ფარგლებში:
ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის დაფინანსებისათვის – 1 500 ლარი;
ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობის დაფინანსებისათვის – 750 ლარი;
გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობის დაფინანსებისათვის – 3 150 ლარი.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე