სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.025.010.853
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №69
2007 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ
ბუნებრივი გაზის ბაზარზე კონკურენციის განვითარებისა და ბუნებრივი გაზის განაწილების ახალი ქსელის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჯ“ და ,,ჯ1“ ქვეპუნქტებისა და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა, გარდა ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოცხადდეს დერეგულირებულად.
2. ნაწილობრივ დერეგულირებულად გამოცხადდეს ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა 2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული ბუნებრივი გაზის მომხმარებელი იმ ფიზიკური პირებისთვის (მოსახლეობა – საყოფაცხოვრებო მომხმარებელი), რომლებიც ბუნებრივ გაზს არ მოიხმარენ სამეწარმეო საქმიანობისთვის, გარდა იმ პირებისა, რომლებისთვისაც ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა დერეგულირებულ იქნა 2008 წლის 1 აგვისტომდე.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 24 ივლისის ბრძანება №73 - სსმ III, №105, 24.07.2008 წ., მუხ.1177
21. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირებისთვის (მოსახლეობა – საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე იმ ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ, რომელთაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ 2017 წლის 1 ივლისის შემდგომ დაუდგინდათ ფიზიკური პირებისთვის (მოსახლეობა – საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) ბუნებრივი გაზის მიწოდების სამომხმარებლო ტარიფი.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №52 - ვებგვერდი, 15.08.2017წ.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2007 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ა. ხეთაგური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 24 ივლისის ბრძანება №73 - სსმ III, №105, 24.07.2008 წ., მუხ.1177
2. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №52 - ვებგვერდი, 15.08.2017წ.